უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღების გამკაცრებაზე საკანონმდებლო წინადადებას 30 აგვისტოს განიხილავენ

30 აგვისტოს, პარლამენტის “იურიდიულ საკითხთა კომიტეტი” განიხილავს ზვიად ტომარაძის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებას (უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამკაცრების შესახებ), რომელიც სამი თვის წინ, 30 მაისს დარეგისტრირდა პარლამენტში.

ზვიად ტომარაძე:

შეგახსენებთ რომ კანონპროექტის მიხედვით:
1. უცხოელთათვის მკაცრდება საქართველოს მოქალაქეობის მიღება. კერძოდ, უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების არსებული 5 წლიანი (ცხოვრების) ვადა იცვლება 10 წლით!
2. ეთნიკურად ქართველებს (ემიგრანტებს) ვინც ატარებს ქართულ გვარს, თავს თვლის ქართველად, იცის ქართული ენა და საქართველოს ისტორია, გამარტივებული წესით მიენიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა!

P.S. მე როგორც კანონპროექტის ავტორი კვლავ არ მიმიწვიეს, აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებისგან შევიტყვე…