მამა პეტრე საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყებას აანონსებს…

მამა პეტრე საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და ძალადობის, აგრესიის, ცრუქრისტიანების გამოსავლენად საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყებას აანონსებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

,,ძალიან მალე წამოვიწყებ საზოგადოებრივ მოძრაობას ძალადობის, აგრესიის, ცრუქრისტიანების გამოსავლენად…

თუ არ გამოვფხიზლდით, ყველა ჩვენგანი ჩადგება მათ მიერ რეპრესირებულთა სიაში… დაიცავით საკუთარი შვილები დამახინჯებული წარმონაქმნებისაგან…

ქრისტიანობა არ არის უხეშობის, დაკომპლექსებულების, აგრესორების რელიგია… ის სულის თავისუფლებას, სიმშვიდეს და სიყვარულს ქადაგებს…

დღეს გაჩუმება, ხვალ დანაშაულის ჩადენას უწყობს ხელს…

ჰოდა, ნუ ვიქნებით დამნაშავეები…

მეტი ვისაუბროთ იმაზე, რაც ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებისთვის მიუღებელია!..

ნუ ვიქნებით შიშის, მრისხანების, სისასტიკის მონა…”