„დუშეთის მერი ოპონენტებს ემუქრება და აშინებს – ნუ იყენებთ თანამდებობას ბოროტად!“

გაერთიანებული ოპოზიციისძალა ერთობაშიადუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბში აცხადებენ, რომ დუშეთის მერი ზურაბ სეხნიაშვილი შტაბის წევრებს და მათი ოჯახის წევრებს იბარებს და ემუქრება.  გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მათ საარჩევნო მარათონის ჩატარება ზეწოლებისა და შიშის ქვეშ უწევთ.

-გამგებელი გვიბარებს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებს და ახლობლებს, მიდის მუქარა და ზეწოლა, რომ შევცვალოთ არჩევანი!“-აცხადებენ შტაბის წევრები.

მოქალაქეების ნათქვამს ადასტურებს გაერთიანებული ოპოზიციისძალა ერთობაშიადუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელ ზურაბ ოტიაშვილი და ზურაბ სეხნიაშვილს მიმართავს:

-რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო გააქტიურდნენ ოპონენტები. სიმართლეა, რომ გამგებელი, ბატონი სეხნიაშვილი იბარებს შტაბის წევრებს და მათ ახლობლებს. ეუბნება, რომ დატოვონ „ძალა ერთობაშია, თორემ დაგაკრავენ სამსახურს და მოუხსნიან სოციალურ დახმარებას. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ოპონენტებს -ნუ წაართმევენ ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლებას.

აქვე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას-ნუ შეშინდებიან, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქრირონ საკუთარი აზრი, ვერავინ ვერაფერს ვერ უზამს მათ, ვერც სამსახურებიდან გაათავისუფლებენ და ვერც სოციალურ დახმარებას მოუხსნიან, რადგან მუდამ ხალხის გვერდით ვიქნებით და დავიცავთ მათ.

მინდა მივმართო პირადად გამგებელს-ნუ იყენებს ადმინისტრაციულ რესურს და დაკავებულ თანამდებობას ბოროტად, ნუ არღვევს კანონს და სამართლიანად ჩაატაროს წინასაარჩევნო პროცესი“-განაცხადა ზურა ოტიაშვილმა.