თსუ-ში სიტუაცია ისევ იძაბება

,,აუდიტორია 115”-ის წევრები თსუ რექტორობის არჩევნებში განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის გია შარვაშიძის მონაწილეობას აპროტესტებენ და კანდიდატურის მოხსნას მოითხოვენ.

სტუდენტების ინფორმაციით, შარვაშიძის გამარჯვების შემთხვევაში, უმაღლესი სასწავლებელი ავტონომიურობას დაკარგავს.
დღეს, 18:00 საათზე, სტუდენტები საკუთარ პოზიციებს ლექტორებს გააცნობენ, ხვალ კი რექტორობის კანდიდატებს შეხვდებიან.

რექტორობის მსურველთა განცხადებებს აკადემიური საბჭო განიხილავს და რექტორობის კანდიდატს 23 სექტემბერს აირჩევს.

სტუდენტები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ იქნება გავალისწინებული პრემანენტულ აქციებს დაიწყებენ.

კომენტარის დატოვება