ყანდიაშვილი გვარამიას: მე პოზიტიური ადამიანი ვარ, შენ-გაბოროტებული პერსონაჟი…

გუშინ, რუსთავი 2-ის გადაცემა „არჩევანში“  სარეკლამო ჭრის დროს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ დანელიას საუბრის ჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში დანელია კოკა ყანდიაშვილზე საუბრობდა.

დღეს ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ღია წერილით “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მიმართავს:

ბავშვები ტირილს რომ იწყებენ, ისეთ ადამიანს ნუ დაემსგავსები
1. ”რუსთავი 2” ინტერაქტივიმაყურებლით მანიპულირებაა. არ აქვს მნიშვნელობარუსთავი 2” თავად ატარებს გამოკითხვას, თუ ამისთვის რომელიმე კომპანიას უხდის ფულს. ფაქტია, რომ ამ არხზე მაყურებლის ინტერესი იგნორირებულია. ესდამთვლელი მანქანაგუშინ გადაცემაში, სანდრას გამოჩენამდე, გამართულად მუშაობდა, ყოველთვის იგებდანაციონალური მოძრაობადა მხოლოდ გასულ ორშაბათს, 12 სექტემბერს წააგეს. გუშინ, რა თქმა უნდა, ვერ დაუშვებდით სანდრას კრახს მისივე კუთვნილ არხზე და ინტერაქტივი საერთოდ ჩახსენით. ეს არც არის გასაკვირი, ”რუსთავი 2” ყოველთვის ყალბი იყო და არის, იმ ავადსახსენებელი 9 წლის მანძილზე ვერაფერს ხედავდა ცუდს და ამ 4 წლის განმავლობაში ვერაფერს ხედავს კარგს.
თქვენი ეგზიტპოლიც ასეთივე წარმატებოთ გაყალბდება 8 ოქტომბერს. ეგზიტპოლი, რომელსაც თქვენსავით რეპუტაციაშელახული თქვენი კომპანიონი GFK ჩაატარებს.

პრინციპში, სააკაშვილის მეგობარ, ადეიშვილის მოადგილე, ყველაფრის გამპრავებელტელემენეჯერისგან”, გაყალბება რატომ უნდა გაუკვირდეს ვინმეს? 
უკვე ეს, გამოვა მთვლელი კომპანია დაგააპრავებსრუსთავი 2-, მერე თავად რუსთავი 2-გაიპრავებსთავს და ბოლოს ამგაპრავებაშიჩაერთვებიანექსპერტები”, NGO-ები და ….
მოკლედ, იყავით ასე თავის მართლებაში, ასევე დარჩითარ თქვათ სიმართლე. მაინც არავინ დაგიჯერებთ.

  1. ოთარ დანელიას პირადად არ ვიცნობგავატაროთ. მაგრამ შენ გიცნობ ნიკა. ასე 15-18 წლის რომ იყავი, ჩემს სტუდიაში თამაშობდირა? სად? როდის?”, “ბნელი და უკუნირომ დაარქვით, იმ წლებში. ზუსტად ვიცი, რომ ნორმალური ტელევიზიები არ აქვეყნებენ ამ სახის ვიდეოებს. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანების კერძო საუბარს, გაუფრთხილებლად (როდესაც სუბიექტმა არ იცის, რომ მისი საუბარი შეიძლება იწერებოდეს), ჩაიწერ ტელეფონით, ჩართული მიკროფონით ტელევიზიაში, მოსასმენს ჩაუმონტაჟებ მანქანაში, თუ საძინებელში ჩამოუშვებ ზედა სართულიდან? სულ 1-2 თვის წინ, შენმა ჟურნალისტმა იგივე იკადრა ქალბატონ მანანა კობახიძესთან მიმართებაში, შენმა არხმა კი, იკადრა და აჩვენა ეს ჩანაწერი. არა და მაშინ მიკროფონები იყო გამორთული (ხმა ცუდად ისმოდა) სამაგიეროდ კამერები იყო მომართული. შეგახსნებთ, პარლამენტის ფოიეში ხდებოდა ეს.
    შენი არხის ყველა თანამშრომელმა იცის, რომ რაც ქალბატონ მანანასთან ჩაიდინეთუღირსი ამბავია. ამ ადამიანებს მაინც ნუ სვრი. ნუ აწვალებ ამრუსთავი 2”-ის თანამშროლებს.
    მე და შენ, ხომ ორივემ ვიცით, 2016-ში უარესად წააგებთ, 2012-თან შედარებით. ჩვენს გარდა ეს იცის მთელმა საქართველომ, თქვენმა მცირერიცხოვანმა მხარდამჭერებმაც კი. მსოფლიომ იცის, რომ ამ ქვეყანაში სააკაშვილის სისასტიკის მანქანა უკვე დამარცხდა, რეინკარნაციის საშუალების გარეშე.
  2. ჩართულ მიკროფონებთან სარეკლამო ჭრის დროს ნუ საუბრობთო
    ნიკა მესმის, რომ ტელევიზიაშიც გენერალური პროკურორი ხარ და ტელევიზია ისევე იცი, როგორც სააკაშვილმავეფხისტყაოსანი”.
    ამიტომ აგიხსნი, როგორ ხდება ეს ამბავი:
    ) ყველა მიკროფონის ხმა შედის დიდ ხმის პულტში. 
    ) ხმის რეჟისორი/ოპერატორი, იმ ხმის ბილიკს რთავს საეთეროდ, რომელშიც რესპოდენტი საუბრობს. ზუსტად ამის გამო არ ისმის სხვა სპიკერების წამოძახილები, ან გადაცილებული დროის შემდეგ წარმოთქმული სიტყვები. ხოლო თუ შორიდან ისმის ვინმეს ხმა, ამ ხმასაცგიორგი გაბუნიას მიკროფონი იღებს, რამეთუ მხოლოდ მისი მიკროფონი არ ითიშება ეთერის განმავლობაში. 
    ) ყველა მიკროფონი ერთდროულად რომ იყოს ჩართული და არ ითიშებოდეს, მაყურებელი ვერასდროს, ვერაფერს გაიგებდა.
    რა მოხდა სინამდვილეში? ყველასათვის რომ გასაგები იყოს, ავხსნი:
    ) ნიკა გვარამია, შესვენების დროს, როდესაც ეთერში სარეკლამო ჭრა გადიოდა, მისთვის ჩვეული საქმით დაკავდა. კერძოდმიყურადებით. როგორც ადეიშვილის დროს უსმენდა, იწერდა და აშანტაჟებდაისევე აგრძელებს ახლაც, სადაც ახერხებს და როგორც ახერხებს. აბა რუსთავი 2-ის თანამშრომლებს ჰკითხეთ, როგორ ჰგონიათ მათ, რაზე ჩურჩულებენ ერთმანეთში, დღესაც უსმენს და უთვალთვალებს თუ არასიტყვის თავისუფლების შუქურანიკა გვარამიათითოეულ მათგანს?
    ) იგი უსმენდა არა ექვსივე პარტიის სპიკერების საუბარს, არამედ მხოლოდ ქართული ოცნების. თუ ეს ასე არაამაშინ გვაჩვენოს, გაასაჯაროოს, ყველა სხვა სუბიექტის იგივე სახის (ხარისხის) ჩანაწერი, იგივე დროის მონაკვეთში და თან ახსნას რანაირად ხდება, რომ რესპოდენტების საუბარი იწერება ისე, რომ ისინი ამის შესახებ არ არიან ინფორმირებულნი. 
    ) მეტიც, გვარამია არა მხოლოდ უსმენდა, იწერდა კიდეც ამ საუბრის აუდიოვიდეო ვერსიას. როდესაც აღმოაჩინა ის ჩანაწერი, რაც საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა, რომ არდამწვარიყომიყურადებაში, სარეჟისოროში შეიყვანა ოპერატორი და მონიტორიდან გადააღებინა, წინასწარ ჩაწერილი ვიდეო.
    ) იმასაც გეტყვით, რომ სანამ ამ ვიდეოს დადებდა ფეისბუკზე, გვარამიამ ჩემთან დაარეკინა ნოდარ მელაძეს, რომელმაც ამიხსნა თუ რატომ ჩაუვარდათ ინტერაქტივი. ნოდარის გულწრფელად სჯერა, რომ ნიკა გენერალური დირექტორია არხის და არა გენერალური პროკურორი. ნოდარის იმისაც სჯერა, რომ რუსთავი 2- თავისუფალი ტელევიზიაა და რომ ცხოვრება მშვენიერი იყო 2003-2012 წლებში. ამიტომ, ნოდარის გულწრფელობის მეც მჯერა. ნეტარ არიან მორწმუნენი.
  3. მომეკითხება თუ არა მე ჭკუა? გუშინდელი დღე ვარ თუ გუშინწინდელი?
    ნიკა მედღევარშენ კივარამი”….
    პოზიტიური ადამიანი ვარ, ხალხს ვახსოვარზარით დანიიდანდასაქართველოს მე-20- საუკუნით”. 
    შენ გაბოროტებული პერსონაჟი ხარ, ცნობილინოემბრიდანნოემბრამდედაყავარჯნიანი კაცებისგაპრავებით.
    ყბადაღებულიპიარის შედეგებს კი, ოქტომბრში იხილავგაწბილებულ ოდესელთან ერთად!.. ბოლოს კი, ამ პოსტზე ყველა ჟურნალისტი, პროდიუსერი, მედიის წარმომადგენელი მინდა დავთაგო. იმიტომ, რომ მაინტერესებს თქვენი აზრი ამ კონკრეტულ ამბავზე. ვისაც მე ვერ დავთაგავთქვენ მომეხმარეთ ჩემო პატივცემულო კოლეგებო და მეგობრებო.
    გვარამიასგან განსხვავებით, ჩემთან კომენტარები ყველასათვის გახსნილია” – ნათქვამია ყანდიაშვილის განცხადებაში.

 

კომენტარის დატოვება