კატალონიაში ამ დროისთვის დათვლილია 2 მილიონი ბიულეტინი

La Vanguardia-ის ინფორმაციით კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები გასაჯაროვებულია. დაახლოებით 90% თანახმაა კატალონია ესპენეთისგან დამოუკიდებელი გახდეს.

უკვე ცნობილია, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა დაახლოებით 3 მილიონმა ადამიანმა მიიღო, სულ კი კატალონიაში 7,5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

ამ დროისთვის დათვლილია 2 მილიონი ბიულეტინი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით „კი“-განაცხადა 2,02 მილიონმა, წინააღმდეგი კი 176,5 ათასი წავიდა.

რეფერენდუმის საბოლოო შედეგებს ბარსელონას მოედანზე შეკრებილი ასობით ადამიანი ელოდება.

https://twitter.com/MarcoAracama?ref_src=twsrc%5Etfw&ref_url=https%3A%2F%2Fnews.mail.ru%2Fpolitics%2F31187710%2F

კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ხმის მიცემის შედეგებს გადასცემდა პარლამენტს დასამტკიცებლად. მან დასძინა, რომ კვირას კატალონიამ დაიცვა თავისუფლების უფლება.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი კი აცხადებს, რომ რეფერენდუმი კატალინიაში არ შედგა, რადგან დასწრება იყო დაბალი.

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით კი კატალონიის რეფერენდუმი არაკანონიერია.