ვლადიმირ ზელენსკი: ნატო ჰიპნოზირებულია რუსეთის მიერ – თუ უკრაინა მყარად არ იქნება ყველაფერი იქნება ევროპის საწინააღმდეგოდ

ნატო ჰიპნოზირებულია რუსეთის მიერ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებთან ონლაინ რეჟიმში შეხვედრისას განაცხადა.

ზელენსკის განცხადებით, ნატო მსოფლიოში უძლიერესი ალიანსია, მაგრამ მისი რამდენიმე წევრი რუსეთის აგრესიით არის ჰიპნოზირებული.

„ჩვენ გვესმის ბევრი საუბარი მესამე მსოფლიო ომზე, რომ თითქოს ეს შეიძლება დაიწყოს, თუ ნატო დახურავს უკრაინის ცას რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, შესაბამისად, ჰუმანიტარული არასაფრენი ზონა ჯერ არ არის შექმნილი. ეს საშუალებას აძლევს რუსეთის არმიას დაბომბოს მშვიდობიანი ქალაქები და ააფეთქოს საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები და სკოლები.

კიევის ოთხი მრავალსართულიანი შენობა დილით ადრე დაიბომბა, ათობით ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ყველანი ვართ რუსეთის სამიზნეები და ამიტომ ყველაფერი იქნება ევროპის საწინააღმდეგოდ, თუ უკრაინა მყარად არ იქნება. ამიტომ, მსურს, ჩვენი დახმარებით საკუთარ თავს დაეხმაროთ“, – თქვა ზელენსკიმ.

ბრიტანეთის მასპინძლობით გამართულ შეხვედრას დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, შვედეთის და ნორვეგიის ლიდერები ესწრებოდნენ.