პირველი ფოტო სასამართლოდან – მარია ოვსიანიკოვა ადვოკატთან ერთად პროცესზეა

რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა მოსკოვის სასამართლომ სასამართლოდან ადვოკატთან ერთად არის. აღნიშნულ ფოტომასალას უკრაინული მედაისაშუალებები ავრცელებენ.

ოვსიანიკოვას ბრალი ადმინისტრაციული 20.2 მუხლის მე-2 ნაწილით ედება (არაკოორდინირებული საჯარო ღონისძიების მოწყობა ან მათთვის მიმართვა).

არსებული ინფორამციით, მას 10 დღიანი პატიმრობა ემუქრება. სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო,

ცოტა ხნის წინ მარია ოვსიანიკოვამ განაცხადა, რომ  „არ ვნანობ, რაც გავაკეთე! რაც არ უნდა იყოს შედეგი, მზად ვარ ვატარო, როგორც ღირსების ბეიჯი.

არ ვიცი, რა მელის უახლოეს პერიოდში. ჩემმა ადვოკატმა განმიმარტა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრებოდეს. ამას არ ვნანობ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება,“- დაწერა ოვსიანიკოვამ.

შეგახსენებთ,  რომ გუშინ მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის „პირველი არხის” პირდაპირ ეთერში უკრაინაში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევარდა.