არესტოვიჩი ზელენსკიზე – „ომის დაწყებიდან პირველივე დღეს თქვა, ტყვიამფრქვევს ავიღებ და ვიბრძოლებ, მე არსად წავალ”

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან პირისპირ საუბარში ვლადიმირ ზელენსკიზე საუბრობს.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეს ზელენსკიმ თქვა, რომ იგი არსად წასვლას არ აპირებდა და კიევს არ დატოვებდა.

„ზელენსკიმ პირველივე დღეს უარი თქვა ევაკუაციაზე, მიუხედავად მისი პირადი დაცვისა და დასავლეთის მოთხოვნისა“.

როდესაც რუსების დესანტი გოსტომელზე დაეშვა , ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ შემდეგი დესანტი პეჩერსკზე დაეშვა. ზელენსკიმ თქვა: „ტყვიამფრქვევს ავიღებ და ვიბრძოლებ. აქ მინიმუმ 10 ჯარისკაცი დაეშვა, მე არსად წავალ”,- იხსენებს არესტოვიჩი გორდონთან საუბარში.