პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ დღეს დაკავებული ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობაა.

– ჩვენი უმოქმედობა ახლა ძალადობრივი და უსამართლო სისტემის გამარჯვებაა ჩვენზე, საქართველოს რიგით, დაუცველ, წესიერ მოქალაქეებზე.

ნუ დავტოვებთ ზაზა სარალიძეს მარტოს სასტიკი და ყრუ სისტემის წინაშე!
ნუ იქნება სულ ერთი!“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე პოლიტიკოსებიც მივიდნენ.

ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.