პრემიერი თავის დათესილს იმკის…

სოსო მანჯავიძე

-ყველაზე კომიკური დღევანდელი დაპირისპირების დროს პარლამენტში მელიას ფრაზა იყო “აი ასე იქცევა პრენიერი! ქუჩაში ხარ თუ პარლამენტში!”.

თვითონ ხომ ლორდთა პალატის წევრივით იქცეოდა.

ასევე საინტერესოა, ვისთან ასმენდა ნიკანორ მელია ამ ფრაზით კვირიკაშვილს.

ასეთ ვითარებაშიც კი ვიღაცასთან “უშვებდა” ოპონენტს.

ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია.

ისმოდა ასევე ისეთი სინტერესო სიტყვები,როგორიცაა “ბოსელი”.

ამაში კი ნამდვილად ვეთანხმები მელიას-პარლამენტი მართლაც ჰგავს ბოსელს,და თვითონაც ლოგიკურად არის იქ.

ცხადია არა მარტო ის და არა მარტო მისი პარტიული კოლეგები.

ამაზე კი პრემიერი ნამდვილად პასუხისმგებელია და თავის დათესილს იმკის.

ზაზა სიამაშვილი

ლექტორი.

ახია თქვენზე – კვირიკაშვილო! მელია, ბოკერია და გოგორიშვილი და მისთანანი იმიტომ გიბედავენ ამას, მდინარაძე და ზარდიაშვილი, ჩუგოშვილი და მისი მსგავსები რომ დაიყენეთ გვერდით. 2012-მდე რომ ხალხს ხვრეტდნენ და ხოცავდნენ, იმ ხალხს ჩაეხუტეთ და სათბურებში ამყოფებთ. უარესს იმსახურებთ! საიდან მოიყვანეთ და როგორ ,,ჩათესეთ” ,,ოცნებაში” ზარდიაშვილი და მდინარაძე? ან ლომჯარია და ჩუგოშვილი როგორ უნდა გყავდეთ გვერდით?!