მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, ევროპელი პარტნიორების მოწოდებით გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან – გიორგი ბოტკოველი

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ შეასრულოს ევროპელი პარტნიორების არაერთი მოწოდებად და გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავდეს.

„ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში არაფერს აკეთებს, პრეზიდენტის განცხადებებიც მოგვისმენია, მაგრამ არაერთგვაროვანი. რომელ ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრასაც გეგმავს, მათი არაერთი მოწოდებაა, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაციისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავდეს.

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ევროპული ტურნე დაიწყოს სწორედ საქართველოდან. პირველ რიგში განახორციელოს ის ბერკეტები, რომელიც მის ხელშია და ამ შემთხვევაში სწორედ ევროპელი პარტნიორების მოწოდებით გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.