ინდონეზიაში მოზარდმა გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში კობრის ნაკბენი ატვირთა

ინდონეზიაში კობრის მიერ დაკბენილმა მოზარდმა სოციალურ ქსელში დახმარება ითხოვა, თუმცა მისი გადარჩენა დაგვიანდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

14 წლის ბიჭს სახლში 10-ზე მეტინ ქვეწარმავალი ჰყავდა. გარდაცვალების დღეს მან WhatsApp-ში ჯერ კობრის ფოტო გააგზავნა, შემდეგ კი მან თავისი ხელის ფოტო გააგზავნა, სადაც ქვეწარმავლის ნაკბენი ჩანს.

“თუ ვინმე თავს თვლით ჩემს მეგობრად, გთხოვთ წამიყვანეთ საავადმყოფოში”- წერდა მოზარდი. ბიჭის მეგობრები მის შეტყობინებას მხოლოდ 1 საათის შემდეგ გამოეხმაურნენ. მედიკოსების მცდელობის მიუხედავად, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბიჭის დედა იმ დროისთვის სამსახურში იმყოფებოდა, მამა კი საზღვარგარეთ.