ჟურნალისტმა ჟირინოვსკი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა

გამოცემა “ნამდვილი დროს“ ჟურნალისტი, რენატ დავლეტილდეევი ვლადიმერ ჟირინოვსკის და მისი პარტიის წევრების მხრიდან მხრიდან შევიწროებაზე საუბრობს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

“დიახ, სახელმწიფო დუმის დეპუტატი ლეონიდ სლუცკი – ღრმად ჰეტეროსექსუალი ადამიანია. მაგრამ ათობით დეპუტატს მოსწონს ბიჭების აბანოებში წაყვანა“, – წერს ის.

დავლეტილდეევი იხსენებს ისტორიას, თუ როგორ ცდილობდნენ ჟირინოვსკის თანაშემწეები მის საუნაში ძალით წაყვანას, კონკურს “მის რუსეთის“ ფინალის შემდეგ.

“თავად ის (ჟირინოვსკი), მოკლე ინტერვიუს დროს, საჯდომზე ხელს ისე მიფათურებდა, რომ ხელი მიკანკალებდა, რომელშიც დიქტოფონი მეჭირა“, – აცხადებს ჟურნალისტი.

კონკურსის ფინალი, რომლის შესახებაც ჟურნალისტი ყვება, 2006 წლის დეკემბერში ჩატარდა.

გუშინ სახელმწიფო დუმის კომისიამ დეპუტატ გენადი სლუცკის მიმართ შევიწროებაზე ჟურნალისტების საჩივრები განიხილა. კომისიამ პარლამენტარის ქმედებები მისაღებად მიიჩნია.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ მედიასაშუალებების ნაწილმა დეპუტატს ბოიკოტი გამოუცხადა.