„ზებრა“ გადასასვლელზე – ფლეშმობი სლოგანით „გამატარე“

4 აგვისტოს, 13:00 საათზე სპორტის უნივერსიტეტში საგზაო უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა, 14:00 საათზე კი ინსტიტუტის წინ არსებულ „ზებრა“ გადასასვლელზე ფლეშმობი გაიმართება სლოგანით „გამატარე!“

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 4 აგვისტოს, ახალგაზრდები საინფორმაციო კამპანიას იწყებენ საგზაო უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით. კამპანიას ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში თათია დოლიძე, რომელსაც ეს მანდატი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ  „ახალგაზრული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის საფუძველზე მიანიჭა.

საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საგზაო წესების დაცვასთან დაკავშირებით. პირველი ღონისძიების ფარგლებში

საქართველოსფიზიკურიაღზრდისადასპორტისსახელმწიფოსასწავლოუნივერსიტეტში 13:00 საათზეგაიმართება მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის პრეზენტაცია, შემდეგ კი საჯარო განხილვა. დარიგდება ქართულ ენაზე გადათარგმნილი ბესტსელერი საგზაო უსაფრთხობის თემაზე.

14:00 საათზე სპორტის უნივერსიტეტის მიმდებარედ არსებულ უშუქნიშნო „ზებრა“ გადასასვლელზე გაიმართება ფლეშმობი სლოგანით „გამატარე“. ფლეშმობში მონაწილეობას იღებენ სტუდია „მოდერნის“ მოცეკვავეები და მოხალისეები.

კომენტარის დატოვება