“თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თინათინ რევაზაშვილი ხაშურის რაიონში შშმ პირებს შეხვდა

“ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თინათინ რევაზაშვილი, რომელიც პარტიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებს კურირებს პარტიის აღმასრულებელ მდივანთან – თამარ კეკენაძესთან ერთად ხაშურის რაიოლურ ოფისში ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს, ბავშვებს და მათ მშობლებს შეხვდა.

თინათინ რევაზაშვილმა ხაშურის მოსახლეობას შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ,,თავისუფალი დემოკრატების“ ხედვა და სტრატეგია გააცნო. მან შშმ პირებისგან პირადად მოისმინა ის პრობლემები, რომელიც რეალურად დგას ამ მიმართულებით. შშმ პირებთან ერთად კიდევ ერთხელ მოხდა გადახედვა ,,თავისუფალი დემოკრატების“ მიერ შემუშავებული პროგრამის და იმ ძირითადი გეგმების, რომელიც პარტიას გააჩნია ამ მიმართულებით.

13898404_1237521389645811_107456983_o 13918735_1237521386312478_888335061_o

კომენტარის დატოვება