ირაკლი ღარიბაშვილი:  8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ფონდ „ქართუს“ და პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრებთან, ხოლო 2017 წელს, ვიყავი ბიზნესში და არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში

ეს ჩანაწრები 11 წლის წინ გაკეთებული ფაბრიკაცია. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ტოტალური მოსმენების მსხვერპლნი ვიყავით. ასევე, თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან, – ამის შესხებ პრემირ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და გამოეხმაურა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერების საკითხს.

პრემიერმა განმარტა თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩანაწერებში მინისტრებთან დარეკვას.

„ასევე მინდა განვმარტო თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი მინისტრებთან დარეკვას:  მოგეხსენებათ, რომ მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ფონდ „ქართუს“ , წლის განმავლობაში 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა და ბუნებრივია მე მიწევდა პირდაპირი კომუნიკაცია  მთავრობის უწყებებთან და მინისტრებთან – აწ გარდაცვლილ რურუასთან ასევე კვიტაშვილთან, ეკონომიკის მინისტრთან  და ა.შ

ასევე მქონდა მოლაპრაკებები მიხეილ სააკაშვილის მეუღლესთან სანდრა რულოვსთან  და მათი მოსმენები გვიწევდა. სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც ჩემი ხშირი სტუმარი იყო და აქედან გამომდინარე პასუხი მარტივია, რომ  მე პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მათთან. არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა თუ რატომ უნდა ყოფილიყო ეს საკითხი სხვანაირად აღქმული.

ასევე საუბარი იყო, რომ თითქოს, ეს ჩანაწერები გაკეთებული იყო 2017 წელს, მაშინ მე ვიყავი ბიზნესში და არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.