„ოცნების“ ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას განაგრძობს.

დღეს რუსთავში პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

რუსთავის 29-ე საარჩევნო ოლქში – პაატა მხეიძე;

რუსთავის 30-ე ოლქში –  გიორგი ბეგაძე;

წალკასა და დმანისში-კახა ოქრიაშვილი;

ბოლნისი – გოგა მეშველიანი;

გარდაბანში – სავალან მირზოევი;

თეთრიწყარო – გოდერძი ჩანქსელიანი;

მარნეულის 35-ე ოლქი – რუსლან გაჯიევი;

მარნეულის 36-ე ოქლი – თამაზ ნავერიანი;

პარტიამ  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დაასახელა იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა -მთიანეთსა და შიდა ქართლში.

კომენტარის დატოვება