გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი ინაურუგაციამდე პუტინს შეხვდება

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად გაანეიტრალებს კონფლიქტს ამერიკასა და რუსეთს შორის, რომელიც შესაძლებელია სულ მალე წარმოიქმნას ბარაკ ობამას და ჰილარი კლინტონის „შეშლილი პოლიტიკის“ გამო.

-„ობამა, პოლიტიკაში არაკომპეტენტურია, ჰილარი კი საზღვრებს გარეთ“-აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, უკვე დაარეგულირა სიტუაცია რუსეთთან სხვადასხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში. ტრამპი ამომრჩეველს პირობას აძლევს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ინაუგურაციამდე შეხვდება ვლადიმერ პუტინს. მან სინანულით აღნიშნა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები პუტინის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას იჩენენ.

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარის დატოვება