ქართული ფეხბურთის ლეგენდა – „ფეხბურთის აკადემიკოსი“

ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი მიხეილ მესხი 1937 წლის 12 იანვარს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის №35 საფეხბურთო სკოლა. თბილისის „დინამოს“ რიგებში პირველი შეხვედრა 17 წლის ასაკში ჩაატარა და ამ კლუბის ღირსებას 15 წელი იცავდა. 356 ჩატარებული მატჩიდან 76-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ მიხეილ მესხს „ფეხბურთის აკადემიკოსი“ უწოდა.

მიხეილ მესხის ლეგენდარული ფინტი