“აქციის “სოლიდარობა პანკისს” ორგანიზატორი სეპარატისტიზმის წამქეზებელი და სახელმწიფოს მტერია”

კანცელარიასთან გამართულ აქციას – „სოლიდარობა პანკისს: პანკისი არ არის შორს!“ „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია ეხმიანება და აცხადებს:

-ის, ვისი იდეაც იყო პარლამენტის წინ გაემართა პოლიტიკური აქცია ლოზუნგით “სოლიდარობა პანკისს”, არის კლასიკური გაგებით სეპარატისტიზმის წამქეზებელი და სახელმწიფოს მტერი.

“სოლიდარობა პანკისს”, “სოლიდარობა სამეგრელოს”, “სოლიდარობა აჭარას”, “სოლიდარობა ქვემოქართლს” და სხვა მსგავსი ლოზუნგებით იწყება სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათამკვლელი ომები და ქვეყნის დაქუცმაცება.

ცეცხლს ეთამაშებიან და ეს ცეცხლი შეიძლება ქვყანას წაეკიდოს. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ აქციის მონაწილეთა უდიდესი უმრავლესობა ვერ ხვდება რა საფრთხის წინაშე აყენებს სახელმწიფოს და ამიტომ მოუწოდებთ მათ შეცვალონ ლოზუნგი. ასევე დარწმუნებული ვართ რომ ამ აქციის იდეოლოგები ქვეყნის გარეშე და შიდა მტრების მიერ მართულ-დაფინანსებული სუბიექტები არიან. იმედი გვაქვს პანკისში მცხოვრები ჩვენი ბრძენი თანამოქალაქეები არ აყვებიან ამ პროვოკაციას და სახელმწიფოს საზარელ პრობლემებს არ შეუქმნიან“

შეგახსენებთ, რომ აქციის ორგანიზატორები  ადამიანის უფლებების სწავლებიდა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადამიანის უფლებათა ცენტრი , თეთრი ხმაურის მოძრაობა  და აუდიტორია #115 იყვნენ.