„ყველაზე პრორუსული ძალა საქართველოში ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოებებია!“

რუსული პროპაგანდა საქართველოში – საკითხი, რომელიც საკმაოდ მწვავე და აქტუალურია. საზოგადოებრივი ინიციატივის კვლევაში რუსული პროპაგანდის ლოკომოტივად „სპუტნიკ ჯორჯია“ სახელდება. ანგარიშის თანახმად, საქართველოში კრემლის მიერ დაფინანსებული 15 ორგანიზაცია და 10 მედიასაშუალება მუშაობს. ამ ჩამონათვალში მოხსენიებულია ერეკლე მეორეს საზოგადოება, რომლის ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძეა.

ჭყოიძე არ ეთანხმება კვლევას და ამბობს, რომ რუსული ლობი არის ევროპაშიც და ამერიკაშიც. ის ამ ლობის გავლენის ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას.

ამერიკაშიც არიან რუსული სააგენტოები და ევროპაშიც,  საკითხავია რა გავლენა აქვთ მათ, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქართველოში პარტიებია ისეთები, რომლებიც პარლამენტშიც კი შესული და მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც ემსახურებიან რუსეთს და აკეთებს ყველაფერს, რაც სჭირდება რუსეთს.

ზვიად გამსახურდიას მიერ გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, უფრო მაღალი სტატუსით – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით აღუდგინა ნაციონალურმა მოძრაობამ ოსებს. ასევე, ჩამოაჭრა ახალგორის რაიონი, მცხეთა – თიანეთის რაიონს და შეიყვანა ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში. კოდორის ხეობას, ზემო აფხაზეთი დაარქვა და ჩააბარა რუსებს.

ენგურჰესზე და 100 – ობით სტრატეგიულ ობიექტზე, რომლებიც ნაცებმა რუსებს გადასცეს, იმაზე აღარ ვსაუბრობ და ამის შემდეგ მე ვარ პრო – რუსი, ხოლო კაპანაძე და ნაცები – პრო – დასავლელები?

 ყველაზე პრორუსული ძალა საქართველოში ნაციონალური მოძრაობა და მისგან გამოჩეკილი პარტიებია, რუსეთის ყველაზე დიდი აგენტი კი სააკაშვილი და მისი გუნდი ყველა განშტოებებში.“-აცხადებს ჭყოიძე.

სხვათაშორის, ამ საკითხში ერეკლე მეორეს საზოგადოების ლიდერის აზრზე დგას მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც ამბობს, რომ მისი სუბიექტური აზრით, ბოლშევიკური პარტიის მერე საქართველოში ყველაზე პრორუსული ძალა ნაციონალური მოძრაობაა.

ნაციონალური მოძრაობისგან გამოყოფილმა „ევროპულმა საქართველომ“ კი რუსული ლობის შეზღუდვის ინიციატივა დააყენა. სერგი კაპანაძის განცხადებით, უკვე კანონპროექტიც მზადდება.