პატიმრობაში დარჩენის სურვილი პროცესზე თავად სუბელიანმაც გამოთქვა

საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ იმსჯელა იმ მოწმეთა ნუსხაზე და მტკიცებულებაზე, რომელიც არსებითი განხილვის დროს იქნება წარმოდგენილი და სია სრულად დამტკიცდა.

დაცვის მხარემ დამატებით მოითხოვა მოწმის სახით პროკურორის მიხეილ შაყულაშვილის დაკითხვაც, რადგან როგორც გაირკვა მასთან კითხვები აქვს თავად ბრალდებულსაც. გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ იმსჯელა მირზა სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და ის პატიმრობაში დატოვა.

პატიმრობაში დარჩენის სურვილი პროცესზე თავად სუბელიანმაც გამოთქვა.

„რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას და მის მიერ ჩამოყალიბებულ პოზიციას,  ვეთანხმები აბსოლუტურად იმიტომ, რომ არსებობს ფორმალურად გამოყენების როგორც პროცესუალური ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და მე მგონი  ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო ბრალდებას თვით ბრალდებული ეთანხმება და მე არ მსურს, რომ შემეცვალოს აღკვეთის ღონისძიება. ჩემივე სურვილია, რომ დავრჩე პატიმრობაში და ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი საქმეს,“-განაცხადა მირზა სუბელიანმა.