რუსი სამხედროები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დაისვენებენ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც რუსი სამხედრო მოხელეები დაისვენებენ. რუსული მხარე აცხადებს, რომ ეს ქვეყნები სრულად აკმაყოფილებენ დადგენილებას, რომლის  თანახმად, დასვენებისთვის ნებადართული ქვეყნების უსაფრთხოება განისაზღვრება სამხედრო-პოლიტიკური, კრიმინოგენული, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ბუნებრივი კლიმატური პირობების მიხედვით.

სიაში 13 ქვეყანაა შესული: აზერბაიჯანი, სასომხეთი, ბელორუსია, ვიეტნამი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, კუბა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.

ინფორმაციას სააგენტო Apsny Press-ი ავრცელებს.