ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული:

2018 წლს 12 იანვარს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა საკონსტიტიციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა

2018 წლს 12 იანვარს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა საკონსტიტიციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა.
მერაბ ტურავას, 2016  წლის  2 ნოემბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა ეკავა.
2015 წლის 20 მარტს მერაბ ტურავა, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 30 მარტს,  ფიცის დადების დღიდან  შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის პლენუმის გადაწყვეტილების მიხედვით, ასევე კენჭისყრის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მანანა კობახიძე.
მანანა კობახიძე 2017 წლის 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ