“ეს ვაკხანალია ანგრევს სახელმწიფოებრიობის ისედაც სუსტ საფუძვლებს!”

გოგი ლორთქიფანიძე

„სახალხო პარტია“

-“ამ არჩევნების შემდეგ მაინც შეცვალეთ კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და საარჩევნო კოდექსი… ხომ ხედავთ, რომ ეს ვაკხანალია ანგრევს სახელმწიფოებრიობის ისედაც სუსტ საფუძვლებს?
1. პოლიტიკური პარტიების ხელახალი რეგისრაცია
2. რეგისტრაციის გამკაცრება
3. ცესკოში ყველასთვის სავალდებულო მოთხოვნა მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენისა, მიუხედავად წინა შედეგებისა. 50.000 ხელმოწერა ნაცვლად 25.000-ისა. ხელმომწერთა ბლანკის და პროცედურების გამკაცრება.
4. საარჩევნო ნომერს ყველა იღებს მხოლოდ ცესკოში რეგისტრაციის შემდეგ და ყველა კენჭისყრით.
5. კვალიფიციური პარტიის ცნების რევიზია. თუ დარეგისტრირდი ცესკოში საარჩევნოდ მაშინ სარეკლამო დრო ყველას თანაბრად ეკუთვნის
6. პლაკატების გაკვრა მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში და ისიც სპეციალურად დამზადებულ სტენდებზე და თითო სტენდზე მხოლოდ რეგისტრირებული პარტიების თითო-თითო პლაკატი. სტენდებს ამზადებს ცესკო.
7. საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შეცვლა
და ა.შ. და ა.შ. თითქმის დაუსრულებლად…
ეს ცვლილებები სისტემური ცვლილებებია ქვეყნის განვითარებისათვის…”

კომენტარის დატოვება