თუ პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, რევოლუციურ პროცესებში ღიად ჩაერთვება – ირაკლი კობახიძე

 

პრეზიდენტისა და „რადიკალური ოპოზიციის“ ალიანსი ისედაც ჩანს და თუ პრეზიდენტი  ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს , ეს „მისი რევოლუციური მისწრაფებების სრული ლუსტრაციაც იქნება“, -ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ყველა ვხედავთ ალიანსს სალომე ზურაბიშვილსა  და რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის, მათ საერთო პატრონი ჰყავთ და საერთო დღის წესრიგით მოქმედებენ. თუ სალომე ზურაბიშილი ასეთ ნაბიჯზე წავა, ის ღიად ჩაერთვება რევოლუციურ პროცესებში. ვნახოთ, გააკეთებს თუ არა ამას. ეს იქნება ერთგვარი სიგნალი გრიგორიადისის მსგავსი ახალგაზრდებისთვის, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა შეიძლება დარჩეს დაუსჯელი. ასეთი სიგნალის გაშვება ნიშნავს რევოლუციური პროცესების წახალისებას. ისედაც ლუსტრირებულია სალომე ზურაბიშვილის ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან და თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება მისი რევოლუციური მისწრაფებების სრული ლუსტრაციაც“,- განაცხადა კობახიძემ.

ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა. ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.