ეს არ არის იმპიჩმენტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის ევროპული მომავლის და კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტი – ბექა ლილუაშვილი

ეს არ არის იმპიჩმენტი სალომე ზურაბიშვილის  წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის ევროპული მომავლის და კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, არის ღია, პირდაპირი დაპირისპირება და შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დაარღვია ამ კონტექსტში პრეზიდენტმა კონსტიტუცია, ამაზე კონსტიტუციონალისტებმა იდავონ, ვინ უფრო არღვევს კონსტიტუციას: პრეზიდენტი, მთავრობის წარმომადგენლები თუ პარლამენტის თავმჯდომარე, როცა მაგალითად, საგამოძიებო კომისიას არ ქმნის, ამის დროც იქნება და საშუალებაც, მაგრამ ამ მოცემულობაში „ოცნების“ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, არის ღია, პირდაპირი დაპირისპირება და შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე. სანამ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას [დაარღვია თუ არა კონსტიტუცია], ეს არ არის იმპიჩმენტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სალომე იქნება თუ სხვა, ეს არის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროპული მომავლის, კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტი”, – განაცხადა ბექა  ლილუაშვილმა.

, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის  იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს