საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის  ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.ამის შესახებ ინფორმაციას თავად პრეზიდენტი ავრცელებს.

„ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა  და მაია კოპალეიშვილს“, – წერს  პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს.