,,ოპოზიციას ერთადერთი რამ მოეთხოვება, რომ პარლამენტში ფეხები არ აბაკუნოს და ჯანსაღად გვაკრიტიკოს” – გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიციას ერთადერთი რამ მოეთხოვება, რომ პარლამენტში ფეხები არ აბაკუნოს და ჯანსაღად გვაკრიტიკოს – ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილი ტექნიკური მთავრობის იდეას აკრიტიკებს და ოპოზიციას მოუწოდებს, “გაჩუმდეს”:

“ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ თავისი ხალხის სახელით ისაუბროს […]და მოატყუოს საზოგადოება, რომ რაღაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული, ეს შეიძლება ერთმანეთს უკითხონ სახლში ლექციები. ოპოზიციას ერთადერთი რამ მოეთხოვება ამ დროს, ერთადერთი რამ, რომ პარლამენტში ფეხები არ აბაკუნოს და ჯანსაღად გვაკრიტიკოს, თუ რამე უნდა და ალტერნატიული წინადადებებიც , მათ შორის, შეიძლება შემოგვთავაზონ და ამაზე ვიმსჯელოთ და მეორე, რომ დეპოლარიზაციის პროცესს ხელი შეუწყოს, კი არ გააღრმაოს პოლარიზება, რაც ამ 12 პუნქტიანი გეგმის გამოცხადებიდან მეორე დღესვე დაიწყო, არამედ როგორც მინიმუმ გაჩუმდეს ან გაჩერდეს მაინც,” – ამბობს მაჭარაშვილი

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობამ “შინ ევროპისკენ” მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს