„ცირკია მოკლედ! ვერაფრით გადაეჩვია ეს ხალხი მასხარაობას და ყალბ ვაჭრობას!..“

სოსო მანჯავიძე

საკრებულოს დეპუტატი

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ,რომ იაპონიაში ტელედებატებისას,ერთმა იაპონელმა პოლიტიკოსმა მეორეს უთხრას,თუ ნამდვილი სამურაი ხარ გაანებე მიგრაციაზე ლაპარაკს თავი,წადი და კურილიის კუნძულების ოკუპაცია გაუპროტესტე რუსებსო.

ან მიგრანტების უკონტროლო შემოდინების მოწინააღმდეგე გერმანელსა რომ პუტინის აგენტობა დასწამოს ვინმემ და კენიგსბერგის ოკუპაციის გაპროტესტებისკენ მოუწოდოს.

ან კიდევ ფინელს ,რომელიც ფინეთში მიგრანტების მოძალებაზე ჩივის ფაშისტი უწოდონ და ფინელობის დასამტკიცებლად რუსებთან ომისკენ გაამწესოს კარელიის დასაბრუნებლად.
ხომ წარმოუდგენელია?

ისევე როგორც ვერავინ დაუშვებდა იმ აზრის გაჟღერებასაც კი,რომ იაპონიას ძალისმიერი გზით დაებრუნებინა კურილები.გერმანელებს კენიგსბერგი, ფინელებს კარელია,პოლონელებს ლვოვი,და ა.შ. სანამ რუსეთი ასეთია და ამ ჭკუაზეა.

თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთს.

ასეთი ტიპის პრეტენზიები უამრავია,ინგლისის მიმართ ბევრი ტერიტორიული პრეტენზია არსებობს,ისევე როგორც აშშ-ს, ჩინეთის თუ ინდოეთის მიმართ.

უახლეს ისტორიაში ორი ისტორია მახსენდება ,როცა სუსტმა ქვეყნებმა ტერიტორიული საკითხის მოგვარება სამხედრო ძალის გამოყენებით გადაწყვიტეს.ერთი არგენტინამ,როცა ფოლკლენდის კუნძულები დაიკავა,რასაც მოჰყვა ომი და საშინელი დამარცხება ინგლისთან, მეორე-სააკაშვილის ავანტურა ცხინვალში,იგივე შედეგით.
თუმცა ჩვენი და არგენტინის შედარებაც არ შეიძლება მასშტაბით და თუ ფოლკლენდის კუნძულები ინგლისიდან 10.000 კილომეტრში,,ცხინვალში შემოსასვლელად რუსებს რამდენიმე საათი დასჭირდათ.

ეს ყველაფერი იმ სისულელის გაგონებაზე დავწერე,რომელიც ჩვენს ეთერებში ხშირად ისმის. ზოგი იძახის თოფი ავიღოთ და ვილაშქროთო,ზოგიც ფრჩხილებით ყელის გამოღადვრით ემუქრება რუსებს.
ბანერების მოპარვა ხომ პირდაპირ ომის მოგებად ცხადდება.

ცირკია მოკლედ! ვერაფრით გადაეჩვია ეს ხალხი მასხარაობას და საკუთარი ემოციებით და “ჯიგრით” ყალბ ვაჭრობას.