შატილში დაკარგულ ტურისტებთან კომუნიკაცია აღდგენილია

ვაჟა თანიაშვილი

შატილში შექმნილი მდგომარეობის გამო ჩვენ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ შატილში დაკარგულ ტურისტებთან კომუნიკაცია აღდგენილია, მათი ადგილსამყოფელიც დადგენილია.

როგორც ლედი ოქროპირიძემ გვითხრა, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სამაშველო სამსახურის ვერტმფრენები და ერთ საათში ტურისტებს სამშვიდობოს გამოიყვანენ.