პრეზიდენტმა ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ სპეციალური განცხდება გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა.

ჩიხრაძის თქმით, პროცესის ვერც ერთ ეტაპზე, პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება. რასაც სხვადასხვა დროს არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

კომენტარის დატოვება