აგარარული ბაზრები ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანშიც დაიხურა

შიდა ქართლის შემდეგ აგრარული ბაზრები დაიხურა ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანშიც. რამდენიმე დღის წინ რაიონების ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ სავაჭრო ობიექტებზე ჯანდაცვისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდნენ, და  ერთმანეთს შორის დისტანციას არ იცავდნენ. ასევე ხშირად ხდებოდა ჰიგიენური წესების დარღვევა.

ბაზრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ობიექტების დახურვა გაუფრთხილებლად მოხდა. მათ დიდი რაოდენობით მალფუჭებადი პროდუქტი აქვთ უკვე შეძენილი და მიღებული გადაწყვეტილებით დიდ ფინანსურ ზარალს ნახავენ. სუსრსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სავაჭრო ობიოექტები წინასწარ გააფრთხილეს  ბაზრების დახურვის შესახებ.