მაჟორიტარი რიგით მოხალისედ – ვირუსთან ომს ერთობით მოვიგებთ!

ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად აქტიურად განაგრძობს რიგით მოხალისეობას.

როგორ მიმდინარეობს საკვები პროდუქტების დარიგება და რა დაანახა პანდემიამ დეპუტატს? ამ კითხვებით თამარ ტალიაშვილს დავუკავშირდით.

-Ზღვისუბანში ვაგრძელებთ ჩვენი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას! დღეს, თბილისის საკრებულოსა და მერიის, კერძო სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,X2 Development” -სთან თანამშრომლობითა და ერთობლივი ზრუნვით კიდევ 8 მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადავეცით. ვიდრე ჩვენი მეცნიერები და ჯანდაცვის წარმომადგენლები მთელ მსოფლიოში ამ გამოწვევას დაამარცხებს, ყველა ერთად ვერთიანდებით საერთო ღირებულებების გარშემო. ამ ღირებულებას ყველა დროებაში ერქვა და ჰქვია თანადგონა, ზრუნვა, მხარდაჭერა.

ვირუსმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ერთად ყოფნის მნიშვნელობაზე; რომ ყველაზე კრიტიკულ ზღვარზეც კი, არ უნდა გავთითოკაცდეთ და თანმიმდევრული, გონივრული და გეგმაზომიერი ნაბიჯების გადადგმით, შევძლოთ ნებისმიერი განსაცდლის თავიდან არიდებას. ამის ისტორიული მაგალითები მრავლად მოგვეპოვება, როგორც ძველი, ისე უახლესი საქართველოს ისტორიიდან!

ვისარგებლებ შემთხვევით და საჯაროდ მადლობა ვუხდი ჩვენს მოხალისეებს ვასო გელაშვილსა და მირანგულა მანჯავიძეს დახმარებისთვის!

კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა საზოგადოებას

#ერთადგამოგვივა #ერთადზრუნვით #დარჩისახლში #StopCov

თავად არ უთქვამს, არ უყვარს აფიშირება, თუმცა დღეს ის დროა, როცა ადამიანების მიერ გაკეთებული სიკეთე აუცილებლად უნდა დაინახო – თამარ ტალიაშვილმა StopCoV ფონდში 10 ათასი ლარი გადარიცხა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და დეპუტატი ყოველთვის ჩაბმულია ქველმოქმედებაში, მისთვის არც ფონდებში თანხის გადარიცხვაა პირველი და არც ოჯახებში პროდუქტების დარიგება.