პაატა იმნაძე – „სინოფარმთან“ დაკავშირებით ჩემი პირადი აზრი ყველამ იცის, დიდი ხანია, მომხრე ვარ, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც მილიონობით ადამიანზეა გამოცდილი, გამოყენებული უნდა იქნას

დიდ ხანია, მომხრე ვარ, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც მსოფლიოში გამოცდილია მილიონობით ადამიანზე, გამოყენებული უნდა იქნას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

აღნიშნულით იმნაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ემხრობით თუ არა „სინოფარმის“ გამოყენებას იქამდე, ვიდრე მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, რა არის თქვენი რეკომენდაცია“.

ამასთან, იმნაძე იმედოვნებს, რომ იმუნიზაციის საბჭო „სინოფარმის“ გამოყენებასთან დაკავშირებით სათანადო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

„ჩემი პირადი დამოკიდებულება ალბათ ყველამ იცის. დიდი ხანია, მომხრე ვარ, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც მსოფლიოში გამოცდილია მილიონობით ადამიანზე, გამოყენებული უნდა იქნას. ეს მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული, საკითხს წყვეტს იმუნიზაციის საბჭო. ჩემი პირდი აზრი დიდი ხანია, ცნობილია. იმედია, საბჭო ამ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.