“თუ დამატებითი დარღვევები გამოიკვეთება, ისევ პროკურატურას მივმართავთ”

მხარდამჭერთა სიების სკანდალზე ცესკოს თავმჯდომარე პირველს განცხადებას აკეთებს. თამარ ჟვანია ამბობს რომ საარჩევნო ადმინისტრაცია კანდიდატების მიერ წარდგენილი სიების  გადამოწმებას კვირის ბოლომდე დაასრულებს, ხოლო თუ დამატებითი დარღვევები გამოიკვეთება ისევ პროკურატურას მიმართავენ.

მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურაში უახლოეს მომავალში ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს გამომძიებელთა კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.