შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგი პროტესტი – აქციები გრძელდება

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის ხელმძღვანელები საპროტესტო აქცია-პერფომანსებს მომდევნო დღეებშიც გააგრძელებენ.

დღეს მათ  სააპელაციო საბჭოს განცხადებით მიმართეს.

უნვერსიტეტის ხელმძღვანელები იმ გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ, რომელმაც სასწავლებელს პირველკურსელების მიღების უფლება ჩამოართვა. ადმინისტრაციის წარმომადგენლები განცხადების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

პარალელურად სამინისტროს მოუწოდებენ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ გაკეთდეს ისეთი შინაარსის განცხადებები, რაც დააზარალებს უნივერსიტეტისა და სტუდენტების ინტერესებს.