აქციის მონაწილე თავის დაწვით იმუქრება, ტანზე ბენზინი აქვს გადასხმული

ხორბლის გადამზიდავების პროტესტი უკიდურეს ფორმას იღებს, მათ ხმაურიანი აქციების გამართვა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.

იხ.

https://www.gmtv.ge/46938-2/

აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე  გადამზიდავი ამ წუთებში ლილოს ტერმინალში თვითდაზიანებებს იყენებს და მინისტრის მისვლას ითხოვს. მამაკაცს ტანზე ბენზინი აქვს გადასხმული და აცხადებს რომ არ გაჩერდება, ვიდრე მინისტრი ადგილზე არ გამოცხადდება. მამაკაცი აქციის დანარჩენ მონაწილეებსაც მოუწოდებს არ წავიდნენ სამინისტროში შეხვედრაზე და მოითხოვონ მინისტრის მათთან მისვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავის დაწვით იმუქრება.

ლილოს ტერმინალში იმყოფებიან სამართალდამცველებიც.