“ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია – ადამიანს პიარისთვის სჭირდება რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს” – ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს

„ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია“,- ასე მიმართავს   ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის, რომელმაც  შვილს დაბადების დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით, საჯაროდ მიულოცა.

„კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს – ისიც სასამართლო პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია“,- წერს ნეკა დოროყაშვილი.

ცნობისთვის, ჩოგბურთელს ბრალი მეუღლის მიმართ ძალადობაში ედება. სასამართლომ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.