საწვავი 15 თეთრით გაძვირდა და ფასი კიდევ მოიმატებს

გაზეთი “რეზონანსი” დღევანდელ ნომერში საქართველოში საწვავის გაძვირებაზე წერს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მატულობს, ხოლო საქართველოში ბენზინი და დიზელი ძვირდება.

ერთი ბარელი 55 დოლარს გადასცდა. გამომდინარე იქედან, რომ ტენდენცია ჯერჯერობით შეუქცევადია.

ადგილობრივ ბაზარზე საწვავი 15 თეთრით უკვე გაძვირდა და როგორც ჩანს, პროცესი კიდევ გაგრძელდება.