” პასუხების დრო დადგა“ – სარალიძე პროკურატურაში მივა

„7 ივლისს, როდესაც პროკურატურაში ვიყავით, მათ ითხოვეს 10 დღის ვადა. პასუხების დრო დადგა“, – წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილი ხდება, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა – ზაზა სარალიძე ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად პროკურატურაში შეხვედრას გამართავს.

სარალიძე აცხადებს, რომ შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც დაესწრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძე პროკურატურაში 17:00 საათისთვის გეგმავს მისვლას.