„კაცობა გასვარეს, ახლა უნდათ, რომ დედის და ოჯახის ინსტიტუტი შეურაცხყონ!” – აქცია “ამირანთან”

კინოთეატრ „ამირანთან“ დღეს, 19:00 საათზე აქცია გაიმართება. აქცია ახალგაზრდული ცენტრის, „ზნეობის“, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ და „მოძრაობა ერთიანი და ზნეობრივი საზოგადოებისთვის“ ორგანიზებით იმართება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფილმი  „კომეტები“ დედისა და ოჯახის ინსტიტუტს შეურაცხჰყოფს და სიბილწის პროპაგანდაა.  აქციის მონაწილეები ჩვენების ჩაშლას არ აპირებენ. ისინი კინოთეატრთან შეიკრიბებიან და თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავენ.

„თუ წინა შემთხვევაში ვაჟკაცობა და კაცობა გასვარეს, ახლა უნდათ, რომ დედის და ოჯახის ინსტიტუტი შეურაცხყონ“, – განაცხადეს აქციის ოქრგანიზატორებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პროტესტის მიზეზი თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კინოფესტივალია, სადაც ლგბტ თემატიკის 3 ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი. მათ შორის ერთი ქართულია, რომლის ჩვენებაც დღეს უნდა გაიმართოს.