თურქეთი შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნურ კუნძულის აშენებას გეგმავს

თურქეთი შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნურ კუნძულის აშენებას გეგმავს. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა trend-ი ავრცელებს.

როგორც ქვეყნის მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ფარუქ ოზლიუმ განაცხადა, კუნძული ტრაბზონის პროვინციაში, ქვეყნის სამრეწველო განვითარების პროგრამის ფარგლებში შენდება.

მინისტრმა დაადასტურა, რომ თურქეთი დაინტერესებულია ტრაბზონის მახლობლად კიდევ 5 ხელოვნური კუნძული ააგოს.ქვეყანა ხელოვნური კუნძულების მშენებლობით, ინდუსტრიაში იმპორტდამოკიდებულების შემცირებას აპირებს.