განათლების სამინისტრო ვაშლებს თბილისის 10 საჯარო სკოლაში დაარიგებს

განათლების სამინისტრო ვაშლებს თბილისის მხოლოდ 10 საჯარო სკოლაში დაარიგებს. უწყების ცნობით, სამინისტრომ 260 000 ერთეული ვაშლის შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ვაშლს კვირაში ერთხელ  ქ. თბილისის ამ 10 საჯარო სკოლაში დაარიგებენ.

სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ქუთათელაძის ქ. N3),
სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, საირმის N84),
სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, მელიქიშვილის N2),
სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია (ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 10),


სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი. გლდანი მე-3 მ/რ),
სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, დიღმის მასივი III კვარტალი),
სსიპ ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი 3 IV მ/რ),
სსიპ ქალაქ თბილის №115 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, გლდანი მე-8 მ/რ),
სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N42)სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი ზ/პ, მე-2 მ/რ).

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლა წელს პარასკევს, 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა.