ბავშვის გარდაცვალებას ბებიას სიკვდილი მოჰყვა-რა მოხდა სინამდვილეში

დავით ცხვარაძე

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მე 20 ბაგა- ბაღი მდებარეობს, რომლის აღსაზრდელიც საკუთარ სახლში ცხელი საჭმლით დაიდუღრა და რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა, ფაქტს ბავშვის ბებიას სიცოცხლეც შეეწირა, სწორედ გარდაცვლილი ბებიას მიერ მომზადებული წვნიანი გადაესხა მცირეწლოვანს, ქალმა დარდს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახი ნიკიას ქუჩაზე ცხოვრობს, ბავშვის ცხედარი 2 დღის წინ თბილისიდან საკთარ სახლში გადმოასვენეს.

მედიაში გამოქვეყნდა რამდენიმე ვერსია თითქოსდა მოზარდი ბაღის სამზარეულოში ცხელი საჭმლით პერსონალის უყურადრებობის გამო დაიღუპა, თუმცა არსებული სინამდვილეს არ შეესაბამება , მოზარდი არა ბაღში, არამედ საკუთარ სახლში ბებიას მომზადებული წვნიანით დაიმდუღრა, ფაქტის გამო ოჯახის უფროსი ქალბატონი გულის შეტევით ადგილზე გარდაიცვალა

geomediatv.ge უსამძიმრებს გარდაცვლილების  ოჯახს.