სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა ქუთაისში საჯარო შეხვედრა გამართეს

დავით ცხვარაძე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა ქუთაისში საჯარო შეხვედრა გამართეს, სადაც მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები და რეკომენდაციები იქნა განხილული.

ასევე დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ვებ-პლატფორმის-ბიუჯეტის მონიტორის შესახებ. ბიუჯეტის მონიტორი საკრებულოს წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, დაინტერესებულ პირებს და მოქალაქეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, აირჩიონ მათთვის საინტერესო სფერო და მიიღონ სანდო ინფორმაცია თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების შესახებ.

მსგავსი ფორმის საჯარო შეხვედრა კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართება.