პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში 7 აპრილს არის ჩანიშნული

გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში 7 აპრილს არის ჩანიშნული. უკვე გადაწყდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო დებატები გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს დებატებისთვის 10-10 წუთი გამოეყოფა, ხოლო სხვა ფრაქციის წარმომადგენლები რეგლამენტით გათვალისწინებულ 15 წუთს გამოიყენებენ.