მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება.

„საკანონმდებლო თვალსაზრისით, როდესაც საუბარია მეორე ტურზე, ამას აქვს თავისი ვადები. მაქსიმალური 20-დღიანი ვადაა შეჯამებისთვის და შემდგომში, შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში კვირა დღეს ტარდება მეორე ტური“,- განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

ამ დროის მონაცემებით, 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3678+11 უბანი, რაც საერთო რაოდენობის 99.57 პროცენტია. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 614 964 ხმა აქვს, რაც ხმათა 38.66 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 599 662 (37.7 პროცენტი).