მერიასთან აქციის მონაწილეები დააკავეს

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.

„მოვიდა პროვოკატორი, ვინმე  ჩოხელი, ვისაც ხელისუფლება საეთერო დროს უთმობს და მცდელობა ჰქონდა, რომ საზოგადოებრივ აზრი იმდაგვარად ჩამოეყალიბებინა რომ არაფერ შუაში იყო ნაზღაიძე და მის საკუთრებაში იყო ტერიტორია და  ქრთამის აღება-მიცემასთან არ გვაქვს საქმე, საქმე გვაქვს ჩოხელთან,. ეს ჩოხელი გამოცხადდა და შეურაცხყოფა მიაყენა აქ მყოფ მოქალქეებს. მოვიდა გენერალი ლევან გვაზავას მეგობარი ვარო, აქ მოვიდა ლევან გვაზავას სახელით. ეს ასე არ დამთავრდება, სანამ ნარმანია კითხვებზე პასუხს არ გასცემს, აქციები არ შეწყდება,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, აქციაზე შეკრებილები რამდენიმე საათს აძლევენ დავით ნარმანიას, ისინი დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ.